"ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული სუბსიდია არ გადაიხედება" - ოთარ დანელიას პარლამენტში მევენახეებიც უსმენენ
15-09-2015, 08:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2013 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დაფინანსების, დაკრედიტების და ხელშეწყობის ფარგლებში, დარგში 1 მილიარდ 800 მილიონამდე ლარი იქნა მობილიზებული. ამის შესახებ ოთარ დანელიამ პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.


როგორც დანელიამ აღნიშნა, შედარებისთვის, 2012 წლის მდგომარეობით ეს თანხა 59 მილიონს შეადგენდა.


"2013-2014 წლებში მხოლოდ რთველით, მხოლოდ კახეთში 300 მილიონ ლარამდე შევიდა. საერთო ჯამში ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა ქართველი გლეხების პროდუქციის რეალიზაციიდან, მხოლოდ 2 წლის განმავლობაში.


დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. საშუალოდ, ყოველწლიურად გასულ წლებშიც იყო მინიმუმ სეტყვის 20 შემთხვევა და დაახლოებით 20-დან 26 ათას ჰექტრმდე დაზიანებული ტერიტორია. დღეს ეს მდგომარეობა გახლავთ 39-დან 36, ასპროცენტიანი პრევენცია, ანუ ჯამში 95%-ზე მეტი პრევენცია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ძალიან ეფექტური სისტემა და ვგეგმავთ საქართველოს სხვა რეგიონში ანალოგიური პროექტის განხორციელებას", - განაცხადა დანელიამ.


დანელიამ სხდომაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ყურძნის სუბსიდირებას წელს არ გეგმავდა, თუმცა რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ყურძენზე მოთხოვნის შემცირების გამო, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო.


"ერთ რამეზე ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ, მე მგონი, რომ სუბსიდირება არ არის სწორი ზოგადად და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარ დასჭირდეს დარგს სუბსიდირება. ეს პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს ამ დარგთან მიმართებაში, გახლავთ სწორედ იქითკენ მიმართული, რომ არ იყოს დარგი დაკნინებული, დაავადებული, იყოს ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 სხდომის დაწყების წინ კი დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრიტიკას, რომელიც რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ისმის, შინაარსი არ აქვს და აპირებს დღეს საზოგადოებას, მევენახეებს და მეღვინეებს არსებული სიტუაცია გააცნოს.


მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებული სუბსიდია არ გადაიხედება. მისივე თქმით, ფასის გადახედვა სახელმწიფოს პრეროგატივა არ არის.


"ჩვენ გვაქვს სუბსიდირება, რომელიც ვერ გადაიხედება, ეს არის სახელმწიფო სახსრები, ხალხის ფული, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არის მაქსიმალური რესურსი, რომლის გამოყოფაც სახელმწიფომ შეძლო", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


საკომიტეტო სხდომაზე იმყოფებიან მევენახეები, მეღვინეები. სხდომაში მონაწილეობს ოპოზიცია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი