თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
06-04-2020, 23:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

 

 

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. თბილისის მერმასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენ აღნიშნული პროექტის განხორციელებარამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. მთელი ქალაქის მასშტაბით, ანალოგიური ხსნარებით, დაახლოებით,50 ძირითადი ქუჩა დამუშავდება. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს, თუმცა ვფიქრობ, მსგავსი პროექტის განხორციელება გარკვეული პრევენციული ღონისძიების სახით, მნიშვნელოვანია. ქუჩების დეზინფექციას თანმიმდევრულად, ყოველდღიურ რეჟიმში მივყვებით. გაწეული საქმიანობისთვის შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

 

 

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, შემდეგ „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ასევე, ქავთარაძის ქუჩას და ყაზბეგის გამზირს, გლდანის რაიონში არსებულ რამდენიმე ქუჩას და წერეთლის გამზირსჩაუტარდა.

 

 

სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

 

 

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სადეზინფექციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი