საქართველოს საელჩოებმა ბელარუსში და ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეები პირველადი საჭიროების დახმარებით და დროებითი თავშესაფრით უზრუნველყვეს და მათ საქართველოში დაბრუნებას ხელი შეუწყვეს
07-04-2020, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, ბელარუსის და ლიეტუვის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით. საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად. 


მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.



ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით, 20 და 21 მარტს ავიაკომპანია „ბელავიამ“ განახორციელა ორი რეისი მინსკი-თბილისი და ერთი რეისი მინსკი-ბათუმი, რომელთა მეშვეობით ასობით საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. ასევე, საელჩოს დახმარებით, მინსკი-ერევნის რეისებით, საქართველოში ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა 220-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის გამო აღმოჩნდნენ რთულ ფინანსურ ვითარებაში, საელჩომ და ბელარუსში ქართულმა დიასპორამ უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით.



ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ვილნიუსი-მინსკი-ერევნის რეისით, საქართველოს 11 მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. საელჩომ მოახდინა მათი ორგანიზებულად მიყვანა აეროპორტში და საკვებით მომარაგება. საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომელიც არსებული ვითარებიდან შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობის გამო დარჩა საცხოვრებლის გარეშე, საელჩომ უზრუნველყო დროებითი თავშესაფრით, საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით. ასევე, საელჩოს დახმარებით ორი მოქალაქე  დასაქმდა სამშენებლო კომპანიაში, სადაც მათ ექნებათ შესაბამისი ანაზღაურება და გამოეყოფათ საცხოვრებელი ფართი. ამავე დროს, საელჩომ პირადი ხარჯებით მოახდინა ერთი პირისათვის ავტობუსის ბილეთის შეძენა ლიეტუვა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტიდან ვილნიუსამდე ჩამოსასვლელად და ხელი შეუწყო მის დასაქმებას ადგილობრივ საწარმოში. 



საელჩოები საქართველოს მოქალაქეებთან რჩებიან მუდმივ კავშირზე, კონსულტაციას უწევენ და ინფორმაციას იღებენ მათი საჭიროებების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და შესაბისი უწყებების ძალისხმევით, ამ ეტაპზე სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 5000-მდე მოქალაქე, ხოლო მსოფლიოს 40 ქვეყანაში ადგილზე დახმარება გაეწია ათასობით თანამემამულეს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი