გურია არის, იყო და ყოველთვის იქნება ქართული პოლიტიკის, თანამედროვე, პროგრესული აზროვნების ცენტრი, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა“ მიულოცა.
მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.
„გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი.. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!“ - მიმართა პრემიერმა „ალეგრობის“ დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.