დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს, რომელიც ორშაბათს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაიყვანეს, პნევმონია არ დაუდგინდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე სუნთქავს, განაცხადა დაუნინგ სტრიტმა.
მთავრობის წარმომადგენლის თქმით, პრემიერ მინისტრმა ღამე სტაბილურად გაატარა და კარგ განწყობაზე იმყოფება.
ჯონსონს, რომელიც კორონავირუსის „ქრონიკული სიმპტომებით“ ლონდონის წმინდა თომას საავადმყოფოში კვირას რუტინული ტესტებისთვის გადაიყვანეს, სუნთქვითი სირთულეები შეექმნა და ორშაბათს, საღამოს, სამედიცინო გუნდის რჩევის საფუძველზე ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა მას გონება არ დაუკარგავს და ინტენსიური მზრუნველობის პალატაში მისი გადაყვანა სიფრთხილიდან გამომდინარე მოხდა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატი მიეშველებინათ.
უფრო ადრე ბრიტანეთის მთავრობის წევრმა მაიკ გოვმა განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრი „ხელოვნურ სუნთქვაზე არ იმყოფებოდა“, მაგრამ „ჟანგბადის დახმარებას“ იღებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.