ლევან დავითაშვილი: „თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ს სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას“
07-04-2020, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ს სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ამ სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

 

„აგრარული ბაზრები დიდწილად ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული.

 

 

თუმცა, იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტაბებს, რომლებიც რეგიონალურ ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს. კონკრეტულად, უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, რომელიც შეიმუშავა გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.“, - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი