ლევან დავითაშვილი: „პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან დღეს ამას ობიექტური წინაპირობა არ აქვს”
07-04-2020, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა ხორბლის ფასის მცირე ზრდა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა. ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

 

„პურის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. შევხვდით ასოციაციას, ასოციაციის წევრ კომპანიებს იმისათვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის პურის ფქვილის გაძვირების, პური არ უნდა გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რომ მოსახლეობას დამატებითი პრობლემა არ შეექმნას სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტთან დაკავშირებით. 

 

 

აქვე მინდა აღვნიშნო ბიზნესის მხრიდან სოლიდარობის შესახებ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენთან მჭიდრო კავშირშია და გვეხმარება სხვადასხვა რესურსით. ეს იქნება პირდაპირი ფულადი დახმარება თუ სხვადახვა მნიშვნელოვანი საჭირო საქონლის და მომსახურების შეძენა, რომელიც აუცილებელია პროცესის სწორად წარმართვისთვის, მათ შორისაა პირველადი, ძალიან საჭირო სამედიცინო ინვენტარი, რომლის შეძენაშიც ბიზნესია ჩართული და ამისათვის მადლობას ვუხდი მათ. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან პრინციპულები და მკაცრი ვიქნებით იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლიც შეიძლება მტკივნეულად აისახოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობაზე.

 

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ პროცესს ვადევნებთ თვალ-ყურს. გვაქვს სრული მონიტორინგი და კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში“, -  ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი