ზოგიერთ კომერციულ ბანკში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები სწრაფად იცვლება.
ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.38 ლარად.
"ვითიბი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5300 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.3900 ლარად.
"ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5390 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3810 ლარს მიიღებს.
დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკსა" და "ბანკ ქართუში". "ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4460 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4100 ლარს მიიღებს.
რაც შეეხება "ბანკ ქართუს", აქ დოლარის ღირებულება 2.4400 ლარია, ხოლო ყიდვა 2.3800 ლარადაა შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.