თბილისის ინფექციური სააავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის ეროვნულ ბანკს უკავშირდება.
„წყარო არის ეროვნული ბანკი. ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული. ერთ-ერთს აქვს შაქრიანი დიაბეტი“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ 35 პაციენტია განკურნებული და ტესტირება კვლავ გრძელდება.
„გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა. აქედან ცხრა იყო განმეორებითი, აქედან ექვსი გამოჯანმრთელებული იყო. სამი იყო ისეთი, პირველად რომ უარყოფითია და ახლა ჩატარდება განმეორებითი ტესტირება. დანარჩენი ორი დადებითი ახალი შემთხვევა და 13 უარყოფითი გვქონდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.