თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა დაშავდა.
სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი დაშავებული ალადაშვილის სახელობის და „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში არის გადაყვანილი, მესამე მუშა კი მსუბუქად არის დაშავებული.
„თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე ტოგონიძის განცხადებით, ფონდის დაკვეთით, ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ინსი“ ახორციელებდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის 54 წლის მამაკაცია.
„დიაგნოზი პოლიტტრავმა, ტრავმული შოკი, ფილტვების დაჟეჟილობა, მარცხენა ბარძაყის მოტეხილობა, საჯდომი ძვლის მოტეხილი, მარცხენამხრივი პნევმოთორაქსი. მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი სპონტანურ სუნთქვაზეა ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მიმდინარეობს ინტენსიური დაკვირვება და მონიტორინგი“ , – განაცხადა ექიმმა ლევან ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.