მიმდინარეობს იმ საწარმოების შემოწმება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირების უფლება აქვთ მიღებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში არიან საწარმოები, რომლებიც მოქმედებენ სპეციალური პირობების დაცვის შემთხვევაში. ასეთი საწარმოების კონტროლი დაიწყო. უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო. შემოწმებას აწარმოებს რამდენიმე უწყება ერთობლივად“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული უსაფრთხოების ზომები, კერძოდ, კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები.
„შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს. ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს მიღებული უფლება, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, რათა მათ დაიცვან ყველა რეგულაცია, სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.