ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ, ბიუროსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა და მრავალშვილიან ოჯახებს საკვები და საოჯახო ნივთები მიუტანა.
„ჩვენი გუნდის ერთიანი ძალისხმევით, ავჭალა-გლდანის რაიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს, დაახლოებით 500 ოჯახს, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთებიგადავეცით.
აღსანიშნავია, რომ საქართველო მოწინავეა ევროპის ქვეყნებს შორის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების კუთხით. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენიხელისუფლების წარმატება, ეფექტური მუშაობის შედეგები და პროფესიონალთა გუნდის თავდადება, ერთხმად აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად შრომობს. მჯერა, ერთად დგომით ამ მძიმე პერიოდს ძალიან მალე დავძლევთ. მანამდე კი, ჩვენს არც ერთ მოქალაქეს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა, ყურადღებას არ მოვაკლებთ“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.