ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ამჟამად ქვეყანაში „კოვიდ-19“ -ით 4003 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას გამოცემა „როიტერსი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, ირანში, ვირუსით ინფიცირების 67 286 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 997 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაშია 3 956 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსს 121 ადამიანი ემსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.