დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანამშრომლებს სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიერ შეგროვებული ნობათები გადასცა.
არამალფუჭებადი პროდუქტისგან შემდგარი 100 პაკეტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, მუნიციპალური მუზეუმების, ბიბლიოთეკებისა და ხელოვნების სკოლების იმ თანამშრომლებზე გაიცა, რომლებიც ვირუსის გავრცელების რისკჯგუფში იმყოფებიან.
„დღეს ჩვენ 100-მდე მისამართზე ვიმყოფებოდით. კომპანიამ „არდი“ შეძლო, არამალფუჭებადი პროდუქტის მოწოდება ჩვენი ა(ა)იპ-ების თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით რისკჯგუფებში იმყოფებიან. ესენი არიან ხანდაზმულები და მარტოხელები. პროდუქტი, დაახლოებით, ერთ თვეზეა გათვლილი. რასაკვირველია, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გვერდში დავუდგებით ჩვენს თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებიც ათეული წლებია, კულტურის სფეროს ემსახურებიან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
ღონისძიებაში თბილისის მერის მოადგილესთან ერთად, „არდის“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.