"მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან, ექსპერიმენტმა არ გაამართლა" - ახალი პეტიცია პოროშენკოს ვებგვერდზე
16-09-2015, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორი წერს, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთი პირობის შესრულება, რის გამოც ის უნდა გადადგეს.


"ოდესის მოსახლეობა რეალურ რეფორმებს ვერ ხედავს. სააკაშვილის ყველა რეფორმა მხოლოდ სიტყვებია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებში ხდება, ინტერვიუების მიცემა კი გუბერნატორს ძალიან მოსწონს", - წერს პეტიციის ავტორი.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ რეგიონში ინვესტიციებს მიიზიდავდა, ოდესაში "ერთი ინვესტორიც" კი არ გამოჩენილა.


"ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს, გადააყენოს სააკაშვილი თანამდებობიდან. ექსპერიმენტმა არ გაამართლა. დროა, ეს გულწრფელად ვაღიაროთ", - ნათქვამია პეტიციაში.


პეტიციას ამ დროისათვის 100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული ინიციატივა განიხილოს, საჭიროა 25 000 ხელმოწერის შეგროვება.


პეტიცია ვებგვერდზე 15 სექტემბერს აიტვირთა და მსურველებს მასზე ხელმოწერის შესაძლებლობა 90 დღის განმავლობაში ექნებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი