[ვიდეო] თენგიზ ცერცვაძე: „კატეგორიულად არ ვიღებ, განსაკუთრებით პაციენტებიდან და არავისგან, არანაირ ჰონორარს, არანაირ საჩუქრებს, ეს ყველამ იცის, მაგრამ ერთადერთი რასაც ვიღებ, ეს არის ბუები“
09-04-2020, 15:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნიღაბს პრინციპულად არ ვიკეთებ. აბსოლუტურად არც ერთხელ არ მივსულვარ ნიღბით ავადმყოფთან... ძალიან ხშირად, დემონსტრაციულად ვჯდები არა სკამზე, არამედ საწოლზე. ეს არ არის მიღებული, მაგრამ პაციენტს ვუჯდები საწოლზე, რათა მან იგრძნოს, რომ აი, ექიმი საწოლში ჩამიჯდა და ე.ი ჩემი საქმე არც ისე ცუდად არის“, აცხადებს ტელეკომპანია „პულსის“ მიერ 15 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ გაიცნო და შეიყვარა.  

 

 

„ნიღაბს პრინციპულად არ ვიკეთებ. აბსოლუტურად არც ერთხელ არ მივსულვარ ნიღბით ავადმყოფთან, როდესაც ეს ყველა ინსტრუქციით აკრძალულია, მაშინაც კი, როდესაც მყავდა საეჭვო ავადმყოფები ე.წ. სარსზე, ანუ მძიმე მწვავე რესპირატორულ სინდრომზე და ფრინველის გრიპზე საეჭვო ავადმყოფები, სადაც პირდაპირ, კატეგორიულად აკრძალულია არათუ პირბადის, არამედ სპეციალური ნიღბის გარეშე მისვლა, მაგრამ ჩემთვის შეურაცხმყოფელია, ე.ი. მე თუ გავიკეთებ პირბადეს და მით უმეტეს სკაფანდრს, შუშის სკაფანდრს ჩავიცმევ და ასე მივალ პაციენტთან, მე, როგორ გითხრათ, ღირსებაშელახულად ვიგრძნობ თავს, ე.ი. მე მეშინია და ე.ი. იმ ავადმყოფმა უნდა იგრძნოს, რომ მას რაღაც ისეთი ჭირს, რომ აი, ექიმი მასთან კონტაქტს გაურბის და ნიღბით შედის, ამიტომ, მე მასთან შევდივარ როგორც წესი უნიღბოდ და როგორც წესი, არ ვერიდები მასთან ურთიერთობას, ვჯდები ახლოს, ზოგჯერ დემონსტრაციულად, ესეც არაჰიგიენურია, მაგრამ დემონსტრაციულად ვჯდები არა სკამზე, არამედ საწოლზე, ძალიან ხშირად. ეს არ არის მიღებული, მაგრამ პაციენტს ვუჯდები საწოლზე, რათა მან იგრძნოს, რომ აი, ექიმი საწოლში ჩამიჯდა და ე.ი ჩემი საქმე არც ისე ცუდად არის - ე.ი. მას არ ეშინია, არ ვეზიზღები... მე ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ ეს სხვებისთვის სარეკომენდაციოდ ალბათ არ გამოდგება. მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სამსახურშიც და სახლშიც ჩემი პროფესიით და ჩემი პაციენტებით ვცხოვრობ“, აცხადებს თენგიზ ცერცვაძე და დასძენს, რომ არც პაციენტისგან და არც სხვებისგან არ იღებს ჰონორარს და საჩუქრებს, თუმცა გამონაკლისიც არსებობს.  

 

 

 

 

„კატეგორიულად არ ვიღებ, განსაკუთრებით პაციენტებიდან და არავისგან, არანაირ ჰონორარს, ეს ყველამ იცის. 60 წლის გავხდი ისე, რომ ჰონორარი არ ამიღია პაციენტისგან, კატეგორიულად არ ვიღებ არანაირ საჩუქრებს და ამიტომ ძალიან უჭირთ რაღაც ყურადღების გამოხატვა ჩემ მიმართ. თვით სასმელსაც კი, ან კანფეტების ნაკრებს, ან ჰალსტუხს ან ასეთ რამესაც კი კატეგორიულად არ ვიღებ, მაგრამ ერთადერთი რასაც ვიღებ, ეს არის ბუები, ეს ყველამ იცის, რომ ბუს ჩუქება შეიძლება“, ამბობს თენგიზ ცერცვაძე და განაგრძობს:

 

 

„ბუების კოლექციას გატაცებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ ერთ-ერთი ინტერესის საგანია. ბუ ძალიან ეგზოტიკური არსებაა, როგორც თავის გარეგნობით, ისე თავისი ცხოვრების წესით. ყველას ღამეს სძინავს, ბუს კი პირიქით. მისი გარეგნობა ძალიან ეგზოტიკურია, ძალიან საინტერესოა, მასზე ლეგენდები დადის, რომ ის ბრძენია... მოკლედ ის არა მარტო ჩემი ყურადღების ცენტრშია“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი