რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
"ვადასტურებ, რომ რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში თბილისში", - აღნიშნა ნარიშკინმა ეუთო-ს თავმჯდომარესთან, ილკა კანერვასთან შეხვედრისას.
ნარიშკინმა ეუთო-ს ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს უკრაინის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკრაინაში სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და ქვეყანაში მშვიდობის აღდგენაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.