შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობის ხელმძღვენელ გიორგი გახარიასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112 ის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 ის ცენტრში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესს გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 112 ის და 144 ის ცენტრები გამართულად მუშაობს და ამ ეტაპზე გადატვირთულობის პრობლემა არ არსებობს.
„დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა რომ იყოს, სხვადასხვა ლოკაციებიც გვაქვს მოწყობილი. აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.