შშმ პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადაეცა
09-04-2020, 18:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივან გიგა სოფრომაძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები გადასცა. 

 

 

აღნიშნული პაკეტები შპს „ავერსი ფარმამ“ და კომპანია „გალფმა“ გამოყო, რომელიც ჯამში, 333 შშმ პირს გადაეცემა.

 

 

დედაქალაქის მერის მოადგილემ აქციაში ჩართულ კომპანიებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.  

 

 

„დღეიდან დაიწყება სპეციალური საჭიროების მქონე 333 პირისთვის არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება. ჩემთან ერთად იმყოფებიან კომპანია „ავერსისა“ და „გალფის“ წარმომადგენლები, რომელთაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა, სპეციალური პაკეტი შეგვეკრა შშმ პირების საჭიროების მიხედვით. შესაბამისად, ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, თითოეულ ოჯახს უკვე გადავცემთ პროდუქტსაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანად დავფარავთ სოციალურად ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც სპეციალური საჭიროების მქონე პირები ჰყავთ“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 

 

 

არამალფუჭებადი პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნებისგან შემდგარი პაკეტები ბიზნესსექტორის ჩართულობით, თბილისის მერიამ სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრებ ოჯახებს, ასევე, მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტებში დასაქმებულ ხანდაზმულ თანამშრომლებს უკვე გადასცა. 

 

 

დედაქალაქის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეების დახმარებას მომავალშიც განაგრძობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი