საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობასა და ხალხისთვის განკუთვნილ ღია წერილს გამოეხმაურა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებულ შეხვდა პანდემიას, ხოლო ის მეთოდები და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა ყველა მთავარი პარტნიორის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.
„ბუნებრივია ეს შეფასებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება იქნება საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და დაგვეხმარება ყველა პარტნიორთან ერთად პრობლემის დაძლევაში და ამ კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლერებული გამოვალთ“ -განაცხადა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.