ბაშარ ალ-ასადი: დასავლეთს სირიაში ჩემი და რუსეთში პუტინის შეცვლა სურს
16-09-2015, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დასავლეთს რუსეთსა და სირიაში მთავრობის შეცვლა სურს. ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ასადის თქმით, დასავლეთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და მის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა იმისთვის, რომ ამ ორ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს.


"დასავლეთი ვერ ხედავს პარტნიორებს და სუვერენულ სახელმწიფოებს. რა არის მათი მოთხოვნა რუსეთისადმი? სირიისადმი? ირანისადმი? ეს არის სუვერენული სახელმწიფოები. მათ სურთ გადააყენონ ერთი ადამიანი და მეორე დანიშნონ, რომლებიც მათი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არა თავად ამ ქვეყნების ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა ასადმა რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში.


მისივე თქმით, მისი გადადგომა მხოლოდ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.


"რაც შეეხება პრეზიდენტს, იგი ხალხის თანხმობით, არჩევნების გზით მოდის სათავეში, და ტოვებს თანამდებობას ხალხის მოთხოვნით, და არა აშშ-ის, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ჟენევის კონფერენციის ან ჟენევის კომუნიკეს მოთხოვნით. თუ ხალხს სურს პრეზიდენტის დარჩენა, ის რჩება, სხვა შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიდის. ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ასადმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი