ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს. ამის მიუხედავად, საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და უზრუნველყოფდა ოჯახს შესაბამისი საჭიროებებით. მარიამ კალომლეწავს, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, აშშ-ში 2019 წლის სექტემბრიდან მკურნალობდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიამ კალომლეწავის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.