გუშინ, ჩვენს ცენტრში გაკეთებული 14 ტესტიდან პასუხი ყველაზე უარყოფითია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
მარიან ეზუგბაიას ინფორმაციით, დილით ანალიზები კიდევ 7 პაციენტს აუღეს და მათი პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსი უკვე 230 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ჯერჯერობით 52-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.