ა.(ა).ი.პ. „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი კვების პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს.
პროდუქტები დარიგდა უშგულის, კალას, იფარის, წვირმის, მულახის, მესტიის, ლენჯერის და ლატალის ადმინისტრაციული ერთეულების საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, სახლებში მიტანით, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული წესების დაცვით.
პროდუქტი დაფასოვდა და მომზადდა „მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ მიერ, ხოლო მიწოდებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, ზემო სვანეთის მოხალისეთა ჯგუფთან ერთად.
პროდუქტი მომზადებულია მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების ყველა აღსაზრდელისთვის და ეტაპობრივად მიეწოდება ყველა ტერიტორიული ერთეულის საბავშვო ბაღს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.