ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავლის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
16-09-2015, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ფოთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლისა და თბომავლის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 უკვე სტაციონარშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ფოთის რკინიგზის სადგურში გუშინ საღამოს სამგზავრო მატარებელს "თბილისი-ფოთი" თბომავალი შეეჯახა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამსახურის ბრიგადები და პოლიცია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სს"საქართველოს რკინიგზამ". განცხადების თანახმად, სამგზავრო მატარებლისა და თბომავლის შეჯახება კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდება.


"ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი