ისნის რაიონის გამგეობა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამ დროისთვის, მეტრომშენის დასახლებაში, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის მოწყობა დასრულდა.
რეკრეაციულ სივრცეში გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდა დასასვენებელი სკამები, ურნები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით. მოეწყო ლითონის დეკორატიული ღობე და საფეხმავლობილიკები. სკვერში არსებული ბეტონის კედელი ე.წ. STREET ART-ის შესრულებით მოიხატა. ასევე, მოეწყო კიბეები და სკვერი ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
მეტრომშენის დასახლებაში სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 120 000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.