ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა
10-04-2020, 18:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. ცაგერის მუნიციპალიტეტში, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცავები და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.

 

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხიდან ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშების პასუხებიდან 4 დადებითია. კორონავირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ასული შუახნის მამაკაცის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.

 


თბილისიდან ლენტეხში ასული 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის ჯგუფს განეკუთვნება და ამ დროისთვის მასთან შემხებლობაში მყოფი 50-მდე კონტაქტია გამოვლენილი. ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება.

 


ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს პირველად თერმოსკრინინგს უტარებენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი