„მოგეხსენებათ, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტი, დადასტურდა 4 შემთხვევა, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო აქტიური და ოპერატიული პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც დღესდღეობით არის მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ახლახან გამართულ ბრიფინგზე.
„ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით,რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისათვის, როგორიც არის საკვების შეძენა, წამლების შეძნეა ან კიდევ სამედიცინო მომსახურებების მიღება. თუმცა აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლების გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით, ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულში, საშუალება ექნებათ გამოიყენონ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მოწოდებული მასალა. ბოლნისის და მარნეულის მსგავსად, ლენტეხის რაიონის შესასვლელ და გამოსავლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს თავდაცვის ძალები. ასევე მოგეხსენებათ, უკვე დაწყებულია ადგილზე პროაქტიური თერმოსკრინინგი, მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად, გამოვლენა.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აბსოლუტურად იქნება უზრუნველყოფილი ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აქვს საკვები პროდუქტების თვალსაზრისით და არანაირად არ შეფერხდება საკვები პროდუქტების მიწოდება მუნიციპალიტეტში“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ცნობილი გახდა, რომ ლენტეხიდან ქუთაისის ლაბორატორიაში გადაგზავნილი ბიოლოგიური ნიმუშების პასუხებიდან 4 დადებითია. კორონავირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტში თბილისიდან ასული შუახნის მამაკაცის ოჯახის წევრებს და ახლო კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.
თბილისიდან ლენტეხში ასული 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ეროვნული ბანკის ჯგუფს განეკუთვნება და ამ დროისთვის მასთან შემხებლობაში მყოფი 50-მდე კონტაქტია გამოვლენილი. ყველა მათგანი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.