25 წელია, რაც ქართველები დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვაშენებთ. "ვაშენებთ კი"?! თავდაპირველად, ქართული სახელმწიფოს მშენებლობა "იქიდან დავიწყეთ", რომ თუ რაიმე ეკონომიკური კავშირები გვქონდა რუსეთთან დაუფიქრებლად გავწყვიტეთ იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის პირობებში "არ გავრუსებულიყავით"!? 20 წელი იქნება მას შემდეგ, როცა ევრო–ატლანტიკური გეზი ავიღეთ და "გაევროპელება" გადავწყვიტეთ, მაგრამ, როგორც ხედავთ, – ევროპელები ჩვენს "ევროპელებად აღიარებას" არ ჩქარობენ! ბოლო ხანია და ყველგან (მთავრობა, პარლამენტი, მასმედია, ქუჩა) სულ ჩინეთზე და ჩინურ ბაზარზე მესმის საუბარი, სადაც ლამის ყველაზე დიდი ქართული სახელისუფლებო დელეგაცია იმყოფებოდა ორიოდე დღის წინათ, საიდანაც ისეთი "აღფრთოვანებულები" დაბრუნდნენ და ისეთი "ჩინური გეგმები დაგვიხატეს" საქართველოსთან მიმართებაში, რომ უნებლიედ გავიფიქრე, – "ხომ არ ვჩინელდებით"?! P.S. უკაცრავად, მაგრამ, დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო იმიტომ არ გვინდოდა განა, რომ – ქართული სახელმწიფო აგვეშენებინა და "გვექართველა"???!!!
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.