მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისიტრი გამოეხმაურა. გიგლა აგულაშვილის თქმით, ჰესის მშნებელობის დაწყების ნებართვა ჯერ არ გაცემულა, თუმცა სამინისტრო ნებართვის გაცემას გეგმავს.
"ნებართვა გაცემული იქნება მას შემდეგ, რაც დაინტერესებული ორგანიზაციები წარმოადგენენ შენიშვნებს. შენიშვნების გადამუშავების შემდეგ ჩვენ ვგეგმავთ გავცეთ ნებართვა იმის მიხედვით, თუ როგორი ვითარება გვექნება. ახლა მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ნებართვის გაცემის შემდეგ დაიწყება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოები,"- აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.