საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, საქართველოში დამზადებული სამედიცინო ნიღბები და დამცავი საშუალებები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს გაეგზავნათ. აღნიშნული აქცია უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილზე მყოფი დიპლომატების უსაფრთხოებისათვის, რამდენადაც მათ მუშაობა უწევთ მაღალი რისკის ქვეყნებში, სადაც მაღალია COVID-19-ით დაინფიცირების მაჩვენებელი.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დამზადებული დამცავი სამედიცინო ნიღბები ასევე გადაეცა თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.