კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება
11-04-2020, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის და მის ფართო გამოყენებამდე მეოთხე ეტაპის გამოტოვება შეიძლება, - განაცხადა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში კანადის ლავალის უნივერსიტეტის მეცნიერმა, გიორგი ბაბუაძემ, რომელიც თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობდა.

 

 

„ვაქცინის შექმნის შემდგომი ეტაპი არის პრეკლინიკური ფაზა. ანუ ლაბორატორიიდან გადავდივართ უკვე ცხოველებზე, ცხოველურ მოდელებში გამოცდაზე. თუ მივიღეთ კარგი პასუხები ცხოველური მოდელებიდან, გადავდივართ უკვე ადამიანების მოკლე კოჰორტის გამოცდაზე, რასაც ჰქვია კლინიკური ფაზა. ეს მოიცავს 4 ეტაპს. შეიძლება 3 ეტაპადაც განხორციელდეს თუკი არის ასეთი სიტუაცია, როგორც ახლა განვითარდა კორონავირუსის შემთხვევაში. პირველი ეტაპი: შეირჩევა მცირე კოჰორტა, დაახლოებით 20-25 ადამიანი. შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ეტაპზე შეირჩევა უკვე 1000 ადამიანი. ამის შემდეგ ხდება უკვე მეოთხე ეტაპი, თუმცა, მეოთხე ეტაპი შეიძლება გამოვტოვოთ და მესამე ეტაპთან ერთად ეს ყველაფერი გაკეთდეს, რაც გულისხმობს ფორმალურ საკითხებს“, - აღნიშნა გიორგი ბაბუაძემ.

 

 

მისი თქმით, პროცესის დაჩქარება არა ექსპერიმეტული, არამედ ფორმალური კუთხით, ბიუროკრატიული პროცედურების ხარჯზე შეიძლება.

 

 

„ჩვენ შესაძლოა ეს ყველაფერი დავაჩქაროთ არა ექსპერიმენტული კუთხით, არამედ ფორმალური კუთხით. ბევრი ფორმალური პროცედურა, რომელიც საჭიროებს ბიუროკრატიის გამო დიდ დროს, შესაძლოა შევაჩეროთ ამ დიდი ინტერესის და პანდემიური მდგომარეობის გამო და სახელმწიფო მთლიანად გადაერთვება ამ პროცედურებზე და შეუძლია მოკლე დროში მოგვცეს ნებართვები, რომლებიც საჭირო არის ვაქცინის კვლევის სხვადასხვა ეტაპზე“, - განაცხადა ბაბუაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი