კახა კალაძე: სააკაშვილის მიერ თანამდებობებზე დასმული ადამიანებისაგან ვისმენთ, თითქოს ხელისუფლება ერევა ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში
16-09-2015, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავს შევიკავებ გავაკეთო განცხადებები, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ ეს შეიძლება გამოიყენონ ისევ ჩემს საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “20 30″-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.


„თითქოს მთავრობა ერევა ფეხბურთის არჩევნებში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე. არა ერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი მხრიდან არავითარი ჩარევა არ იქნება. თუ ჩარევაში გულისხმობენ იმას, რომ კონკრეტული პიროვნების, ერთ-ერთი კანდიდატის, მაგალითად, რევაზ არველაძის პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელები – თოფაძე, ტყემალაძე მყავს მხედველობაში, და ისინი ღიად აფიქსირებენ ბატონი რევაზ არველაძის მხარდაჭერას, ვფიქრობ, რომ არასწორი იქნება ამაზე გავაკეთოთ აქცენტი.


ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი შეხედულება გამოთქვას კონკრეტულ მიმართულებაზე და ასევე ფეხბურთზეც. ხოლო ის, რომ ჩვენ გარკვეული ადამიანებისაგან ვისმენთ, თითქოს ხელისუფლება ერევა, უხერხულია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება ამ ადამიანებმა თავი შეიკავონ, რადგან თვითონ ეს ადამიანები გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფეხბურთის ფედერაციაში კონკრეტულ თანამდებობებზე დასმული“, – აღნიშნა კალაძემ.


ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებზე სამი კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია არიან დარეგისტრირებულები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი