ტფილისი-არენა... და აჰა, გამოჩნდა სენაკელი ნესტორ ესებუა, რომელიც 1886 წელს შეერკინა სახელგანთქმულ ფალავანს, კულა გლდანელს, ჩაავლო ხელი მას, დაახეთქა მიწაზე პირაღმა... მაშინ მოისმა ხალხში: „მოკვდა კულა“, „დაიმარხა გლდანელი“
13-04-2020, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე-19 საუკუნის მიწურულს ტფილისში ბევრი გასართობი იყო, ოპერა, თეატრი, ცირკი, ბაღებში ზურნა-დუდუკი და ცეკვა-თამაში... მაგრამ ჭიდაობის სანახაობის მსურველი, რომელიც კვირა დღეობით იმართებოდა, განსაკუთრებულად ბევრი იყო. უმეტესად მუშტაიდთან ახლო, „ახალი იტალიის“ ბაღში იმართებოდა ჭიდაობა და მასთან თანმხლები სანახაობანი. ერკინებოდნენ ცნობილი და ახალგაზრდა ფალავნები, იბრძოდნენ მოკრივე ტომი და დანილენკო, საჩვენებელი ნომრებით წარსდგებოდნენ ცირკის ღონიერი კაცი სტუპინი, „ატლეტისებური მოვარჯიშე“ ბრგე გერმანი, ცირკის დასი თავისი შვიდი სპილოთი და სხვა....

 


ისე მოხდა, რომ ნოსტელი დათა ხიზამბარელის შემდეგ საქართველოში დიდი მოჭიდავე 10-12 წელი აღარ გამოჩენილა და თითქოს დავიწყებას ეძლეოდა ფალავნობა. 1880-იანი წლების დასაწყისში კნეინა ბარათაშვილმა, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, ტფილისის ცირკში ჭიდაობა გამართა, რომელსაც დიდძალი ხალხი დაესწრო. დირექტორს მოეწონა ხალხის ასეთი აქტიურობა და ცირკში სანახაობად ჭიდაობაც შემოიღო, სადაც თავი გამოიჩინა და სახელი გაითქვა ცნობილი მოჭიდავე გლდანელის ძმისშვილმა, ივანე ყირიმელაშვილმა (კულა გლდანელი). მან ისეთი ცნობილი მოჭიდავენი დაამარცხა როგორებიც იყვნენ: რენელი, ღოღაძე, ეგნატაშვილი, ბეგაური, ჭოპორხეველი... ბევრ სოფლელ ახალგაზრდას გაუჩნდა სურვილი მასთან შერკინებისა, მაგრამ მომრევი არავინ ჩანდა. ფალავნობის მიუხედავად კულა გლდანელმა ხალხის საყოველთაო სიყვარული ვერ დაიმსახურა, რადგან მის ჭიდაობას ახალი, კომერციული ხასიათი ჰქონდა. იძახდნენ: „გაუკეთებია რაღაც სარბიელი და უწყლოთ სცარცვავს ხალხსა“. ამას ემატებოდა მისი ქომაგების, ქალაქელების და კინტოების თავგასულობა სოფლელთა მიმართ და რაც მთავარია 1886 წელს ეჩმიაძინში მირონის კურთხევაზე დასწრება და მას მერე „ხმირიანცობის“ დაჩემება“. მოკლედ, ტფილისელების გარდა ყველას ენატრებოდა მისი დამარცხება და მისი ამქრის ყოყოჩობის ბოლოს მოღება. და აჰა, გამოჩნდა სენაკელი ნესტორ ესებუა, ბათუმის როტშილდის ქარხნის შავი მუშა, რომელიც 1886 წლის აპრილში ბათუმში შეერკინა სახელგანთქმულ ფალავანს. „ჯერ გლდანელმა ესებუა ორჯერ ზურგულით გადააგდო, მაგრამ პირაღმა ვერ დასცა, გლდანელმა ვერასგზით ვერ დაიმორჩილა მოწინააღმდეგე, მძლავრი და მარდი მეგრელი ყოველთვის ზურგს იბრუნებდა ხოლმე. ბოლოს ესებუამ ჩაავლო ხელი გლდანელს, დაახეთქა მიწაზე პირაღმა. დიდხანს აწვა ესებუა გულზედ, ბოლოს მივიდნენ და გააშველეს“. კოლა დაღონებული დარჩენილა, ესებუა კი აიტაცეს და გაიყვანეს გახარებული. მაშინ მოისმა ხალხში: „მოკვდა კულა“, „დაიმარხა გლდანელი“. არ აღიარა გლდანელმა მარცხი, არავინ ესწრებოდა იმ შერკინებას ჭიდაობის კარგი მცოდნეთაგანო და პრესის მეშვეობით ესებუას განმეორებით შერკინებაზე იწვევდა.

 


მეორედ შერკინებამდე კულა გლდანელი ეჩმიაძინიდან ტფილისს მომავალი თავის თოფ-შეიარაღებულ ამხანაგებთან ერთად, გაუძარცვავთ და პერანგის ამარა დაუტოვიათ. 1887 წლის 2 აგვისტოს კი „იტალიის ბაღში“ რენელთან დამარცხდა , ხოლო მისი უმცროსი ძმა მიხა, ახალგაზრდა ფალავან ლიცისთან.

 

 

1887 წლის 4 ოქტომბერს, განმეორებით შეერკინენ გლდანელი და ესებუა. რა თქმა უნდა ხალხი უამრავი დაესწრო. ესებუამ კვლავ სძლია გლდანელს, შემოსავალი 60 თუმანი კი შუაზე გაიყვეს. მას შემდეგ ესებუამ განაგრძო გამარჯვებების სერია. 1888 წლის 19 ივლისს აბასთუმანში, ბატონ ალელოვის სასტუმროს ეზოში დაეჭიდა ძალ-ღონით დიდად ნაქებ, ახალციხელი სომხების ფალავანს ჰაჯიბაბ გულიკოვს. პირველ შეყრისთანავე ესებუამ სარმით ბრაგვანი მოადენინა გულიკოვს. გამარჯვებულმა შემდგომ სხვანიც გამოითხოვა საჭიდაოდ, მაგრამ გასვლა ვეღარავინ გაბედა. 1888 წლის 7 აგვისტოს მესამედ შეერკინენ ერთმანეთს „იტალიის ბაღში“, „წელს ზევით ორივენი ტიტველნი, გამოვიდნენ თუ არა ესებუამ მოიგდო ქვეშ გლდანელი, პირქვე წააქცია და ზურგზე შეაჯდა. ესებუა ცდილობდა პირაღმა გადმოებრუნებინა გლდანელი, მაგრამ ჩვეულებისამებრ გლდანელს მალე გამოუჩნდნენ ქომაგნი, რომელთაც გააშველეს მოჭიდავენი. აქედან „იმერლებმა მოიტაცეს ესებუა და წაიყვანეს „ვაზას“ ბაღში საქეიფოდ. ღამის თერთმეტ საათამდე ესებუა ეტლითა და ზურნით დასეირნობდა თავისი ძმაბიჭებითურთ ქალაქის ქუჩებში, როგორც გამარჯვებული გმირი“ - აღწერს თანამედროვე. მეოთხედ და უკანასკნელადაც „იტალიის ბაღში“ შეიბნენ, კვირა დღეს. ისეთი დღე აყარა ესებუამ, რომ ხალხმა ყვირილი ატეხა: „მოკლა, მოკლა გააშველეთ!“ გამოფხიზლდნენ ქალაქელები, გლდანელის ქომაგნი მიცვივდნენ ესებუას, ერთმა მათგანმა მუშტიც დაჰკრა და წარბი დაუზიანა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან გლდანელი. გაიმართა ცემა-ტყეპა. გლდანელის გულშემატკივარნი არავის ზოგავდნენ, თითქოს გულის ჯავრს ხალხზე იყრიანო. პოლიციამ იმარჯვა ბედზედ და უბედურება ააცილა იქ მყოფთ. მაინც ვერ უშველეს თავის ფალავანს ქალაქელებმა, „გაფუჭდა“ გლდანელი, დამარცხდა. ესებუას ეს გამარჯვება ონელმა მესტვირემ (აკაკიმ) ლექსით შეამკო, გამოსცა თექვსმეტგვერდიანი წიგნი, პოემა „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“. ერთ თვეში იმავე ბაღში მუხრანელი ფალავანი დაამარცხა ესებუამ. 11 სექტემბერს კი „მსხვილად ჩასხმული სხვილ მკლავძარღვა მწითური“ ფალავანი ღოღაძე. ამ გამარჯვებების მიუხედავად მაინც ვერ მოიგო ქალაქის გული, ტფილისის ბიჭობა მას მაინც უსტვენდა, ალბათ როგორც მათი კერპის მძლეველს.

 


ტფილისში გამართულ ჭიდაობებს თითქმის ყოველთვის დიდი ჩხუბი და არეულობა ახლდა. 1893 წლის 4 ივლისს გამართული ჭიდაობისას ისეთი აყალ-მაყალი ამტყდარა, რომ ხალხის დასამშვიდებლად ჯარიც კი მიიწვიეს. მთავრობას ჭიდაობის სრულიად აკრძალვაზე უმსჯელია, გადავრჩით!

 


ტფილისში იმ საშინელი, მომაკვდინებელი და დამსახიჩრებელი ,,ქვის კრივის“ (როცა ავლაბრის მინდორზე ორად გაყოფილი ტფილისელები შურდულით ერთმანეთს ქვებს ესროდნენ) გადაგდების შემდეგ შეჯიბრი იმართებოდა მუშტის კრივში. კვირა დღეს ტფილისელები შეიკრიბებოდნენ არსენალის ხევში, გაიყოფოდნენ ორ რაზმად, ზემო და ქვემო უბნებად. ზემო უბნელები: შუა ბაზრიდან დაწყობილი, სოლოლაკელები, მთაწმინდელები, გარეთ უბნელები და ვერელები. ქვემო უბნელები: ავლაბარი, კუკია და ჩუღურეთი. დიდების გასამხნევლებლად ჯერ პატარები, 10-12 წლის ყმაწვილები ეჯიბრებოდნენ და შემდეგ დიდები ებრძოდნენ და ასისხლიანებდნენ ერთმანეთს.

 

 

1880-იან წლებში რეგიონში სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს ტფილისში, დიდუბის მინდორზე გამართული დოღი. იმართებოდა შეჯიბრი სხვადასხვა ჯიშის ცხენებს, აქლემებს და სირბილში ადამიანებს შორის. ეს სანახაობა დაახლოებით დღის სამიდან ექვს საათამდე იმართებოდა. 1888 წლის 18 სექტემბერს გამართულ დოღში გაიმარჯვა ვ. ბერგის ხუთი წლის ფაშატმა „როიალ-მერი“, რომელმაც 4-ვერსიანი სარბენი ბილიკი დაფარა 6 წუთსა და 1 წამში. ბოლოს ოთხი ყმაწვილი შეეჯიბრა ერთმანეთს სირბილში, სადაც გაიმარჯვა ბატონმა ჩიქოვანმა, რომელმაც 1 ვერსი შემოირბინა 5 წუთსა და 17 წამში.

 

 

1891 წლის სექტემბერის ერთ კვირადღეს დიდუბის მინდორზე გამართულ დოღში გამარჯვება მოიპოვა ტუგანოვის ცხენმა „ელბრუს მეორემ“. პატრონი 300 მანეთის ღირებულების ვერცხლის სერვიზით დაჯილდოვდა. მეორე ადგილზე გასულმა ინგლისური ფაშატის „კაი-გოგოს“ პატრონმა წერეთელმა კი 100 მანეთი მიიღო. სხვადასხვა დროს ტფილისურ დოღში მონაწილეობდნენ საუკეთესო ჯიშის ცხენები: „როიალ-მერი“, „აკიდი“, „სონა“, „ლიდა“, „მუზა“, „ხოსროვო“, „ნიაგერი“, „ბანკირი“, „ნადეჟდა“, „მართა“, „ეველინა“...

 


1892 წელის 25-26 სექტემბერს ტფილისის დოღის საზოგადოების თავმჯდომარის, გენერალ ტუტოლმინის თაოსნობით, გაიმართა ცხენების გამოფენა, რომელსაც დაესწრნენ მრავალი წარჩინებულნი. გამოფენილი იყო სხვადასხვა ჯიშის 44 ცხენი: ინგლისური, არაბული, ყარაბაღული-დილიბოსები, აგრეთვე ცხენის „ყოველგვარი იარაღი და დარხატულობა: უნაგირი, „ხამუთები“... გვრიტიშვილის ქარხანაში გაკეთებული აქლემების შესაკაზმი თასმები, მოგონილი მის მიერ ომიანობის დროს ზარბაზნების ტარებისათვის აქლემების შესაბმელად“, 500 მანეთის ღირებულების საუკეთესო უზანგებიანი ინგლისური უნაგირი. გამოფენის გარემო მორთული იყო ყვავლებით და „მწვანით“. ყოველი წლის მაისის თვეში, რიყეზე ორი კვირით იმართებოდა ცხენების „იარმურკა“.

 


ამ და სხვა ათასი თამაშობებით თუ პაექრობებით ირთობდა თავს ტფილისი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში.


ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 218
#218   Ellie
      
References:


5 dollar deposit pokies payid https://comsenz-service.com/
დღეს, 14:42
#217   Dianne
      
References:


Pokies payid accepted australia http://bbs.xingxiancn.com/
2 ოქტომბერი 2026 22:37
#216   Shad
      
References:


Low deposit payid pokies top rated
payid pokies
1 ოქტომბერი 2026 10:48
#215   Raphael
      
1 ოქტომბერი 2026 03:41
#214   Marcella
      
References:


No verification payid pokies australia www.bandsworksconcerts.info
30 სექტემბერი 2026 23:23
#213   Larae
      
References:


No verification payid pokies australia instant payid withdrawal pokies australia
30 სექტემბერი 2026 11:04
#212   Meridith
      
References:


1 dollar payid pokies https://bbs.kxwh.cn/home.php?mod=space&uid=419608
30 სექტემბერი 2026 06:37
#211   Maik
      
References:


Payid pokies bonus codes highest paying payid pokies
australia
29 სექტემბერი 2026 17:02
#210   Regan
      
References:


Australian online casino payid pokies freudwiki.site
29 სექტემბერი 2026 14:52
#209   Sharon
      
References:


Pokies with payid deposit payid pokies free spins
29 სექტემბერი 2026 10:59
#208   Charis
      
References:


Payid deposit online pokies best payid
pokies
27 სექტემბერი 2026 12:22
#207   Taylor
      
References:


Payid pokies withdrawal newest payid pokies australia
27 სექტემბერი 2026 07:49
#206   Roxanna
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid https://liberalwiki.space
26 სექტემბერი 2026 02:23
#205   Lauri
      
References:


Pay id pokies real money 1 minimum
deposit casino australia payid
25 სექტემბერი 2026 23:22
#204   Dolly
      
24 სექტემბერი 2026 02:01
#203   Susie
      
References:


Sofortüberweisung freispiele casino qingdaomop.com
24 სექტემბერი 2026 00:06
#202   Franchesca
      
References:


Casino sofort echtgeld online casino schnelle auszahlung sofort
23 სექტემბერი 2026 21:26
#201   Hermine
      
References:


Casino mit sofortiger auszahlung kuniunet.com
23 სექტემბერი 2026 21:20
#200   Milagro
      
References:


Online casino einzahlung sofortüberweisung seafishzone.com
23 სექტემბერი 2026 19:05
#199   Mary
      
References:


Wie funktioniert Sofortüberweisung im Casino https://xs.xylvip.com/home.php?mod=space&uid=4885598
23 სექტემბერი 2026 14:26
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი