დავით უსუფაშვილი: მოსამართლე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ ვერ მიდის სასამართლოში, შეიძლება მოსამართლესთან გადაწყვეტილების მიტანა
16-09-2015, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა აფერხებს და პრობლემა მხოლოდ ქაღალდზე ხელის მოწერაა, მაშინ მოსამართლე თუ ვერ მიდის სასამართლოში, შეიძლება მოსამართლესთან გადაწყვეტილების მიტანა, - ასეთი განცხადებით გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, გუშინ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას.



"უკიდურესად არასასურველი მოვლენაა ყველაფრისათვის – პირველ რიგში სასამართლოსთვის და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, ჯერ დაანონსდა გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდგომ მოგვიანებით ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ტექნიკურად არ არის მზად, რადგან ერთ-ერთი მოსამართლე ჯანმრთელობის გამო გადაწყვეტილებაზე ხელი მოწერას ვერ ახერხებს და გადაწყვეტილება ვერ გამოცხადდა. გუშინ საუბარი მქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან. ვთხოვე, რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს საკითხში სიცხადე. ჩვენ არ გვისაუბრია არაფერზე, რაც გადაწყვეტილების შინაარს შეეხება, მაგრამ ის, რომ გაჩნდა გარკვეული საბაბი სხვადასხვა მითქმა-მოთქმის – ერთი მხრივ იმისა, რომ ჯერ დაუსრულებელი თუ ტენიკურად გაუმართავი გადაწყვეტილების გამოცხდება დაანონსდა და ხომ არ არის რაიმეს გამო ზედმეტი სიჩქარე, მეორე მხრივ, როდესაც სრულიად გაუგებარი თუ არადამაჯერებელი მიზეზის გამო, გადაწყვეტილებაზე მოსამართლის ხელმოწერის დასმა ვერ მოხდა - ხომ არ არის გადაწყვეტილების გამოქვეყნების ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობა. არც ერთი და არც მეორე ვერსია ცალ-ცალკე, თუ ერთობლიობაში არ ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დამკვიდრდეს და სასამართლო იმ ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდეს, რაც აუცილებელია. პაპუაშვილმა საუბრისას ბრძანა, რომ დღეს კიდევ გაერკვევა სიტუაციაში, თუ რაშია საქმე. იმედი მაქვს, რომ არ იქნება არც ზედმეტი სიჩქარე და არც ხელოვნური შეფერეხება. სასამართლოში მხარეები იმიტომ მიდიან, რომ რაღაც საკითხებზე არის შეუთანხმებლობა, ამიტომ ვიღაც რაღაცით კმაყოფილია, რაღაცით – უკმაყოფილო. ეს არ არის სასამართლოს თუ მოსამართლეების განსჯადი საკითხი. სასამართლომ და მოსამართლეებმა უნდა განსაჯოს, არსებული თემა, დავა და დანარჩენი – კმაყოფილები და უკმაყოფილოები თავად მოახერხებენ პოზიციების გამოთქმას. ვისურვებდი, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს – არა იმიტომ რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საკონსტიტუციო სისტემის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოც მოიაზრება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო,  გუშინ გიგი უგულვას საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა.  ტურავას სასამართლოში მიუსვლელობის მიზეზად ავადმყოფობა დასახელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი