ჩემი სუბიექტური აღქმაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭიროა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები თითოეულ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიის გავრცელებას უკავშირდება და ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებებიც. დღევანდელი მოცემულობის მიხედვით, ჩემი სუბიექტური აღქმაა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭიროა, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება, ყველა ინფორმაციის გათვალისწინებით, რამდენიმე დღეში მიიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.