არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპობივი მოხსნა შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს
13-04-2020, 15:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპობივი მოხსნა შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს.

 

 

„თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებოთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს.

 

 

რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დაუბრუნდება საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი