ემზარ ჯგერენაია: პანიკა რომ გავაქროთ, აუცილებელია ეროვნული ბანკი ჩაერიოს და 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელოს
16-09-2015, 04:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა წლის ბოლომდე, ეტაპობრივად 100 მილიონი დოლარის ინტერვენცია უნდა განახორციელოს და საჭიროა დროული ჩარევა მანამ, სანამ კურსი კიდევ უფრო არ დაცემულა.


"ეროვნულ ბანკს მაისის თვიდან არ განუხორციელებია ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და ახლა არის ის დრო, რომ ეს მოხდეს. ამით მოხდება დასტაბილურება, ლარს აღუდგება ის შელახული ავტორიტეტი, რომელიც გააჩნია დღეს. დღეს ეროვნული ბანკის კურსი განსხვავდება სერიოზულად ბაზარზე არსებული კურსისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ სპეკულანტური მდგენელი ძალიან დიდი დოზით არის. ამიტომ, ეს, აჟიოტაჟური მოთხოვნა რომ შევამციროთ დოლარზე და პანიკა გავაქროთ, აუცილებელია, ეროვნული ბანკი ჩაერიოს და დაასტაბილუროს ლარის კურსი", - განაცხადა ჯგერენაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი