ანტიკურ საბერძნეთში, ქრისტეშობამდე 430-429 წლებში, ათენელებს თავს დაატყდათ უდიდესი უბედურება ჭირის სახით, რამაც იმსხვერპლა მოსახლეობის მესამედი... ადამიანები იხოცებოდნენ ქუჩაში, ტაძრებში, მოედნებზე... - ომარ ნიშნიანიძე
13-04-2020, 21:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ანტიკურ საბერძნეთში, პელოპონესის ომის დასაწყისში, ქრისტეშობამდე 430-429 წლებში, ათენელებს თავს დაატყდათ უდიდესი უბედურება ჭირის სახით, რომელმაც ქალაქში ხალხის არაჩვეულებრივი თავმოყრის გამო, გავრცელების მეტად კარგი ნიადაგი ჰპოვა. იგი მუსრს ავლებდა ათენელებს, რომლის შედეგად შექმნილი ვითარების მეტად შემაძრწუნებელ სურათს ხატავს თანამომსწრე ისტორიკოსი, თუკიდიდე, რომელსაც თვითონ გადაუტანია ეს სენი. იშვიათი იყოო ოჯახი, სადაც ამ საშინელ სენს თავისი გამანადგურებელი როლი არ ეთამაშა. იგი აღმოსავლეთიდან შემოუტანიათ ათენის ნავსადგურ პირევსში და აქედან გავრცელებულა ათენში. ჭირმა იმსხვერპლა მოსახლეობის მესამედი. შიმშილის, სივიწროვის და უყურადღებობის გამო ადამიანები იხოცებოდნენ ქუჩაში, ტაძრებში, მოედნებზე... ათენელები უნუგეშობამ შეიპყრო და, როგორც ეს ხშირად ხდება, ყველაფრის მიზეზად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი ათენელი, ათენის დემოკრატიის მამა, პერიკლე დაადანაშაულეს, პასუხისგებაში მისცეს და 50 ტალანტით (საკმაოდ დიდი თანხით - 1 ტალანტი დაახლოებით 25 კგ. ოქრო) დააჯარიმეს და ობერსტრატეგოსის (ფაქტიურად ათენი-ატიკის სახელმწიფოს მმართველობიდან) გადააყენეს, მართალია მერე მიხვდნენ რაც მიქარეს და 429 წელს კვლავ აირჩიეს სტრატეგოსად, მაგრამ მალე მასაც შეეყარა ჭირი და გარდაიცვალა... ჩვენ უფალმა გვაცილოს ასეთი

ლეტალობა, ბზობის მადლი შეგეწიოთ!!“ - წერს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, პროფესორი ომარ ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი