საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 15 აპრილამდე იყო გამოცხადებული, 11 მაისამდე გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის შემცირების ნიშნებია.
„იმედი გვიბრუნდება, მაგრამ არაფერია გარკვეული“, განაცხადა მაკრონმა ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას. მან აღიარა, რომ საფრანგეთის მთავრობა არ იყო მომზადებული კრიზისისთვის და დაადასტურა, რომ საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობების მიწოდების ნაკლებობას ჰქონდა ადგილი.
მაკრონმა ასევე თქვა:
საფრანგეთის საზღვრები შემდგომი განცხადების გამოცხადებამდე ჩაკეტილი იქნება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის;
რესტორნები, ბარები, კინოთეატრები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დარჩება დაკეტილი და ფესტივალები ვერ ჩატარდება ივლისის შუა რიცხვებამდე;
სკოლები, კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები თანდათანობით გაიხსნება 11 მაისიდან;
ყველა ადამიანს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები ექნება, 11 მაისიდან ტესტირება ჩაუტარდება;
თავის ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით, საფრანგეთი დააჩქარებს კვლევას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის განვითარების კუთხით.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისაგან 574 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც მსხვერპლის საერთო რაოდენობა 15,000-მდე გაზარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.