საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისათვის.
საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს.
"საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი განმარტება გააკეთოს ა.წ. 15 სექტემბერს გადაწყვეტილების (საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლოს მხრიდან არაერთგზის იქნა შეთავაზებული, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე.
დაახლოებით 16.30 საათზე მასთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა, ხოლო მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს ის უკვე იმყოფებოდა კლინიკაში და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.
ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.
ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო. სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.