გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა გერმანელი მეცნიერის, ვირუსულოგ ფედერიკ შტრეკის კორონავირუსზე კვლევას, რომლის თანახმადაც, დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო კონტაქტია და არა საგნებიდან გადაცემა, რევოლუციური უწოდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ფედერიკ შტრეკმა, ვირუსოლოგმა და პროფესრომა, თავის გუნდთან ერთად კლასტერული კვლევა განახორციელა, კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, მეცნიერი ამბობს, რომ დაინფიცირების უმეტესობა სუპერმარკეტებს და რესტორნებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ ვირუსის გადაცემა ზედაპირიდან მოხდა. დაინფიცირების მიზეზი ადამიანებს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახლო კონტაქტი გახდა. იმისთვის, რომ ვირუსის ინფიცირების წყარო კარის სახელური გახდეს, აუცილებელია ადამიანმა ხელზე დაახველოს, შემდეგ მალევე შეეხოს კარის სახელურს და ასევე მალევე ამ კარის სახელურს სხვა ადამიანმა მოკიდოს ხელი, რომელსაც შემდეგ სახესთან და პირთან მიიტანს.
„ფედერიკ შტრეკის კვლევით კორონავირუსზე წარმოდგენა შეიცვალა. მან საგნებიდან გადაცემის თეორია ფაქტობრივად ამოაგდო. თუ ჩვენ რამდენჯერმე ერთი და იგივე დაავადებული ავადმყოფის ამონახველიან ხელს კარის სახელურს მოვკიდებთ და ამ ხელს პირში ჩავიდებთ, რა თქმა უნდა მოხდება ადამიანის ინფიცირება, მაგრამ შტრეკის გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ ინფიცირებაც რომ მოხდეს, ეს ინფიცირება არ არის ტრაგიკული ისე, როგორც სხვა შემთხვევებშია, როდესაც არსებობს პირდაპირი კონტაქტი. პირისპირ კონტაქტი არის მთავარი, რაც მან დაადასტურა. ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, რომლებსაც ყველაფრის ეშინიათ, მაგალითად შოპინგზე სიარულიც. ამ კვლევის მერე ასეთ ადამიანებს, შემიძლია 100-%-ით დარწმუნებით ვუთხრა, რომ თამამად იარონ, ჩაუარონ და მიესალმონ ადამიანებს“, - განაცხადა ქართველმა ექიმმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „იმედინიუსი“ ავრცელებს.
მან პირბადეების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პირბადის ტარებისკენ ყველას მოუწოდა.
„თუ ერთ ადამიანს პირბადე უკეთია, ეს აუცილებლად გვიცავს. კორონავირუსი წვეთოვანი ინფექციაა, ეს ვირუსი შეჯერებულია წვეთთან და ეს წვეთი, ამოცემინების საშუალებით მეტრნახევარ მანძილზე მიდის. ამიტომ აუცილებელია პირბადე“, - აღნიშნა ექიმმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.