ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის საკითხზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი „ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს“
14-04-2020, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სააღდგომო ლიტურგიის საკითხზე ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს და იმედი გამოთქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი „ბრძნულ გადაწყვეტილებას მიიღებს“.

 


„ჩვენ გვყავს ბრძენი პატრიარქი. ყველა ვითარებაში, მათ შორის პოლიტიკურ სიტუაციებში ის ყოველთვის იღებდა ბრძნულ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში.

 

 

ორშაბათს, გვიან ღამით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საპატრიარქოში მივიდა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა გამართა.

 


გახარიას საპატრიარქოში მისვლამდე იქ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარები არ გაკეთებულა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი