ევროკავშირის ელჩი: დარწმუნებული ვარ, მიგრაციის კრიზისი ევროპაში, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე არ აისახება
16-09-2015, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი დარწმუნებულია, რომ მიგრაციის კრიზისი ევროპაში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესზე არ აისახება.


როგორც ელჩმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ევროკომისია ამზადებს ანგარიშს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ნიშნულების შესრულებაზე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.


"დარწმუნებული ვარ, მიგრაციის კრიზისი, რომელმაც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მოიცვა, ამ პროცესზე გავლენას არ მოახდენს. ევროკავშირი ძალისხმევას არ იშურებს, შეიმუშაოს საერთო პოლიტიკა მიგრაციის პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არ აისახება ევროკომისიის მუშაობაზე, შეაფასოს საქართველოს მიღწევები", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი