ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიასთან დაკავშირებული კომპანიების დაფინანსებით შეძენილი კვების პროდუქტები ურიგდებათ.
საკვები პროდუქტების პაკეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ფქვილი, შაქარი, ზეთი, შესქელებული რძე, კარაქი, ტკბილეული და პასკა, 250 ოჯახი მიიღებს.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და გოდერძი ბუკიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.