გოკა გაბაშვილი: დღეს გიგი უგულავა არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარია, არამედ არის არაკონსტიტუციური გზით დატყვევებული ადამიანი
16-09-2015, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" მიერ შეყვანილმა მოსამართლემ მერაბ ტურავამ სასამართლოს სრული დისკრედიტაცია მოახდინა , - ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა გააკეთა.


გაბაშვილის თქმით, "დღეს გიგი უგულავა არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმარია, არამედ არის არაკონსტიტუციური გზით დატყვევებული ადამიანი - პოლიტიკური მძევალი".


როგორც გაბაშვილმა სესიაზე განაცხადა, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე, რომელიც მის უკანონო, ანტიკონსტიტუციურ პატიმრობას შეეხება. გაბაშვილის თქმით, საქართველოში პირი შეიძლება მხოლოდ 9 თვე შეიძლება იყოს პატიმრობაში, ბრალის დამტკიცებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, ყოველი მომდევნო დღე კი, ამ 9 თვის შემდეგ, არაკონსტიტუციური, უკანონო პატიმრობაა.


"საკონსტიტიციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა და სწორედ "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეყვანილი მოსამართლე ტურავა, რომელიც ცნობილია კორუფციის მფარველობით, კორუმპირებული წარსულით, აბსოლუტურად უღირსად მოიქცა და საკონსტიტუციო სასამართლოს სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ჩვენს თვალწინ სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დეგრადირება მიმდინარეობს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.


ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს უკანონო პატიმრობის გამართლებაში ასეთი ფორმით ჩართვა, არის არა მხოლოდ გიგი უგულავას, ოპოზიციის, საღი აზრის წინააღმდეგ მოქმედება და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, არამედ არის სახელმწიფოსთვის უკიდურესად დამაზიანებელი".

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი