პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციასთან პროგრამის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები დასრულდა, „რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია“.
გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო დონორებთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ამ დონორების მხრიდან, ქართული ეკონომიკის მხარდაჭერისთვის შემოსული იქნება 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი.
„გარდა ამისა, მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებთანაც პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით, ამ დონორების მხრიდან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, ინექციის სახით შემოსული იქნება 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით პირველადი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს ინექციები განხორციელდება წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომელიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო, ასევე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ გარდა საბიუჯეტო სფეროს დაფინანსებისა, ქართულ ბიზნესს, საბანკო სექტორს ასევე შეეძლება მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის ათვისება და ეს სამკვირიანი მძიმე მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.