ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ინსტრუქცია გასცა თავისი ადმინისტრაციის მიმართ, რომ შეაჩერონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, რადგან აღნიშნულმა ორგანიზაციამ „ვერ გაართვა თავი თავის მთავარ მოვალეობას“, სათანადოდ შეეფასებინა ჩინეთში კორონავირუსის პირველი აფეთქება და შემდგომი პროცესები.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას თავისი ფუნქცია რომ შეესრულებინა ჩინეთში სამედიცინო ექსპერტების გაგზავნით და მდგომარეობის ობიექტურად შეფასებით და ეთქვა ჩინეთის გამჭვირვალობის ნაკლებობის შესახებ, აფეთქება შეჩერებული იქნებოდა ძალზე მცირე სიკვდილიანობით“, უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს.
თუმცა თავად ტრამპიც მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა შინ მას შემდეგ, რაც ამერიკაში ვირუსის აფეთქებამ მასობრივი ხასიათი მიიღო და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა და ინფიცირებულთა რაოდენობამ ყველა სხვა ქვეყანას გაუსწრო.
ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ახლა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის რესურსების შეწყვეტის „დრო არ არის“.
აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე დიდი დამფინანსებელია. ამერიკამ ორგანიზაციას გასულ წელს 400 მილიონი დოლარი ჩაურიცხა, რაც მისი საერთო ბიუჯეტის თითქმის 15%-ს შეადგენს. ჩინეთის ფინანსური შენატანი კი 2018-2019 წლებში თითქმის 76 მილიონი დოლარი იყო, გარდა ამისა, 10 მილიონი მოხალისეობრივი შენატანი გახლდათ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირსუმა უკვე 25,981 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 608,377-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.