ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ერთი წუთი ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს და დამშვიდების უფლება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ხალხი შეკრებას არ წყვეტს, რაც დაუშვებელია.
„ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და დანაკარგს გამოიწვევს.
„ამიტომ ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები - შევიკავოთ თავი, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში, შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.