აშშ-ის შეიარღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარის, გენერლის, მარკ მილის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად იყოს შექმნილი.
მარკ მილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შეგროვებული მონაცემები ვირუსის ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებს, ამ საკითხზე საბოლოო წერტილი ჯერ დასმული არ არის.
„სხვადასხვა მედიაში, ბლოგებსა და ვებ-გვერდებზე, უამრავი სპეკულაცია და ჭორი დადიოდა. გასაკვირი არ არის, რომ ამ საკითხისადმი დიდი ინტერესი გამოვიჩინეთ და ბევრი სადაზვერვო მონაცემი გვქონდა, რათა ეს საკითხი სერიოზულად შეგვესწავლა. ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ვირუსის ხელოვნური წარმოშობის შესახებ ვერსია დამაჯერებელი არ არის, ფაქტები ბუნებრივ წარმოშობაზე მიუთითებენ, თუმცა უეჭველად ჯერ არ ვიცით,“ - განაცხადა მილიმ.
როგორც მან აღნიშნა, ამერიკელმა სამხედროებმა ვირუსის წარმოშობის შესწავლა ადრეულ ეტაპზე დაიწყეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.